ბოლო განახლება: 2025 წლის 1 მარტი
CodeLearning (შემდგომში „პლატფორმა") არის უფასო საგანმანათლებლო ვებ-პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს Front-End ვებ-პროგრამირების სწავლას ქართულ ენაზე. პლატფორმაზე რეგისტრაციით ეთანხმები ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს.
პლატფორმაზე განთავსებული ყველა სასწავლო მასალა, მათ შორის ტექსტი, კოდის ნიმუშები, გრაფიკული ელემენტები და ვიდეო მასალა, წარმოადგენს CodeLearning-ის ინტელექტუალურ საკუთრებას. მასალების კომერციული მიზნით გამოყენება ან გადანაწილება ნებადართული არ არის ადმინისტრაციის წინასწარი თანხმობის გარეშე.
პლატფორმაზე მოპოვებული XP ქულები, დონეები და მიღწევები ატარებენ მხოლოდ საგანმანათლებლო მოტივაციურ ხასიათს და არ გულისხმობენ რაიმე ფინანსურ ან მატერიალურ ჯილდოს.
ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეწყვიტოს ან შეზღუდოს მომხმარებლის წვდომა პლატფორმაზე, თუ ადგილი აქვს ამ წესების დარღვევას.
პლატფორმა მოწოდებულია „როგორც არის" (as is) პრინციპით. ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას მომსახურების უწყვეტობაზე ან კონტენტის უშეცდომობაზე.
ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს მოცემული წესები. ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. პლატფორმის განგრძობადი გამოყენება ნიშნავს ცვლილებების მიღებას.
კითხვების ან შენიშვნების შემთხვევაში, გთხოვ, დაგვიკავშირდი ელ-ფოსტით: [email protected]